სევასტოპოლელმა სტუდენტებმა უკრაინელი სტუდენტების მიმართვას უპასუხეს (ვიდეო)

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სევასტოპოლის ფილიალის სტუდენტები უკრაინელი სტუდენტების ვიდეო მიმართვას გამოეხმაურნენ.
სტუდენტების განცხადებით, რუსეთთან შეერთება ყირიმის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი იყო.
„ეს ჩვენი საერთო ნებაყოფლობითი და შეგნებული არჩევანი იყო“, – განაცხადეს სტუდენტებმა.
უკრაინელი ახალგაზრდების მისამართით გავრცელებულ მიმართვაში სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ისინი აჰყვნენ პროპაგანდას, რომელიც სამოქალაქო ომის გაჩაღებისკენ არის მიმართული.
„თქვენ ოლიგარქი-პრეზიდენტი და კორუფციონერი ჩამოაგდეთ და ახლა, ვინ იმყოფება ხელისუფლებაში? თქვენ ევროინტეგრაციის გზაზე დგახართ, მაშ რატომ იმყოფება ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე? ომი, დანაშაულის ზრდა, მოსახლეობის გაღარიბება და ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნა, – აი მაიდნის რეალური რეზულტატი“, – ნათქვამია სევასტოპოლელი სტუდენტების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები