უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა საკუთარი იმუნიტეტის გაუქმებას მხარი დაუჭირეს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა დღეს გამართულ ყრილობაზე დეპუტატებისთვის და მოსამართლეებისთვის იმუნიტეტის გაუქმებას მხარი დაუჭირეს. კანონპროექტს რადას 365 დეპუტატმა მისცა ხმა. ამ ინფორმაციას „kp.ua“ ავრცელებს.
ukraina2
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიგზავნება. „მას შემდეგ რაც კანონი საკონსტიტუციო სასამართლოდან დაბრუნდება, დოკუმენტს მხარი 300 ხმით უნდა დავუჭიროთ და მაშინ ის ძალაში შევა“, – განაცხადა სპიკერმა ვლადიმერ გროისმანმა.
მისივე თქმით, უკვე სექტემბერში დეპუტატების ხელშეუხებლობა გაუქმდება. მიღებული კანონპროექტის თანახმად, მოხდება რადას სახალხო დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმება და მოსამართლეთა იმუნიტეტის შეზღუდვა. დოკუმენტის თანახმად, მოსამართლის დაკავება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე არ იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები