პრემიერი: მივაღწევთ იმას, რომ გაზის საფასური არ გაიზრდება

ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ გაზის საფასური არ გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს თვის ბოლომდე კიდევ უფრო დეტალურად აუხსნიან მოსახლეობას.
“დღეს მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ, გაზის ფასი უნდა გაიზარდოს თუ არა.
აუცილებლად გამოვნახავთ გზებს, რომ ეს თავიდან ავიცილოთ. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ გაზის საფასური არ გაიზრდება. თვის ბოლომდე კიდევ უფრო დეტალურად ავუხსნით მოსახლეობას”, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები