ვახტანგ გომელაური: გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ.
მისი თქმით, აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს.
“არის სხვადასხვა ინფორმაცია. სხვადასხვა ძალების მხრიდან რაღაც მცდელობები, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოში იგივე განმეორდეს”, – განაცხადა გომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდეს და კონკრეტულ ინფორმაციაზე დეპუტატებთან ისაუბროს, გომელაურის თქმით, როცა აღნიშნულის საჭიროება იქნება, საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა.
“როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მივალ. თუ კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება, იდეების დონეზე საუბარი არ იქნება ნორმალური ჩვენი მხრიდან. როცა იქნება კონკრეტული ინფორმაცია, ვისაუბრებთ კიდეც და თუ საჭირო იქნება, სხვა ღონისძიებებსაც ჩავატარებთ”, – აღნიშნა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები