ბუტა რობაქიძის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა

ბუტა რობაქიძის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაღუპული ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სოსო რობაქიძემ მოწმის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა რომ ის რამდენიმე წლის წინ გადაცემა „ვიდეოპატრულში“ ჟურრნალისტად მუშაობდა და მამაკაცია.
„მე დეტალებს ვერ გავამხელ, რადგან გამოძიების დეტალებს ხელს შეუშლის. ვინ მოწმე გამოჩნდა ეს, არ იცის გურამ დონაძემ. სასამართლოში სიურპრიზს რომ მოუწყობენ, მერე ბევრს აღარ ილაპარაკებს. ზუსტად ეს მოწმე ადასტურებს, თუ როგორ ამონტაჟებდა კასეტას. ეს კაცი დონაძესთან მუშაობდა“, – აღნიშნა სოსო რობაქიძემ.
სოსო რობაქიძის ინფორმაცია, რომელიც მან გუშინ გადაცემა “არჩევანში” გააჟღერა, იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე ახალი გამოძიება დაიწყო. ახალი გამოძიება, სავარაუდოდ, იმ პროკურორების წინააღმდეგ დაიწყო, ვინც ბუტა რობაქიძის საქმეზე მუშაობდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები