მამუკა გვარამია: რასაც მე მედავებიან, ეს ყველაფერი ფალსიფიცირებულია

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მამუკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით,   წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და მისი წარსული პროკურატურის პოლიტიკური იარაღია.
“მათ სურდათ ჩემი დაკავება რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ უარი განუცხადა. მათ დღეს აქვთ მორიგი მცდელობა. მე არ ვყოფილვარ პარტიის წევრი არასდროს და არ გამიკეთებია პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ დღეს ვხედავ, რომ ჩემი საქმე, ჩემი სახელი და ჩემი წარსული პროკურატურის ხელში ხდება პოლიტიკური იარაღი. ეს ყველაფერი არის ფალსიფიცირებული, რასაც მე მედავებიან”,-აცხადებს გვარამია
შეგახსენებთ, რომ მამუკა გვარამია 2004 წელს იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების გარემოებებს იძიებდა. მასთან ერთად ბრალდებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსის ყოფილი მოადგილეც, რომელიც იმ პერიოდში გვარამიას თანაშემწედ მუშაობდა.
გამოძიება მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები