კანონპროექტი, რომლითაც ,,სითი პარკს“ უფლებები ეზღუდება, პარლამენტში მომავალ კვირაში შევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მომავალ კვირაში პარლამენტში ახალი კანონპროპექტი შედის, რომელიც კოპანია ,,სითი პარკს“ ეხება.
ქუცნაშვილის ინფორმაციით, გარკვეული შემთხვევების გარდა, კანონპროექტით ,,სითი პარკს“ მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა ეკრძალება.
,,მოქმედი კანონის მიხედვით, ,,სითი პარკს“ უფლება აქვს, მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანოს. ეს ამ შემთხვევაში ეყრდნობა იმ პრინციპს, რომ ,,გაჩერება აკრძალულია“, ან ,,დგომა აკრძალულია“ – ეს წესი დარღვეულია. ერთი მხრივ, არასწორი დგომისთვის ან გაჩერებისთვის 10-ლარიანი ჯარიმაა, მეორე მხრივ, მანქანა გადაჰყავთ ავტოსადგომზე, სადაც 70-80 ლარს ახდევინებენ. ჩემი ინიციატივა იმას ითვალისწინებს, რომ გვინდა, ,,სითი პარს“ შევუზღუდოთ უფლება მანქანის გადაყვანის თაობაზე“,-აცხადებს ქუცნაშვილი.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, კომპანიას მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა მხოლოდ სამ შემთხვევაში შეძლება.
,,თუ მანქანის არასწორი გაჩერების დროს მძღოლი მანქანაში არ იქნება, ,,სითი პარკი“ სამ შემთხვევაში მოახდენს მანქანის გადაყვანას საჯარიმოზე: თუ არასწორად მდგარი მანქანა მოძრაობას აფერხებს, ქმნის საცობს ან ქმნის საავარიო სიტუაციას. სხვა შემთხვევაში კომპანიას ამის უფლება შეეზღუდება და არასწორი დგომისთვის მძღოლი მხოლოდ 10-ლარით დაჯარიმდება“,- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამასთან, ქუცნაშვილის თქმით, კანონპროექტი არა მხოლოდ დედაქალაქს, არამედ ყველა ქალაქში არსებულ პარკინგის წესს ეხება.

წყარო: გაზეთი “ალია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები