რა სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა ხათუნა ხოფერიამ ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროკურატურას?

ყოფილი დეპუტატისა და ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლის, ხათუნა ხოფერიას განცხადებით, ის ექსპრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს, რომელიც პროკურატურას უკვე მიაწოდა.
ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლმა ეს განცხადება გაზეთ ,,ალიასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ხოფერიას თქმით, მისთვის ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ამ ყველაფერს ორგანიზება გაუკეთა, მათ შორის, გვამების სახლში მიტანას, და რა სცენარიც დაიდგა საბურთალოს ბინაში.
,,მინდა გითხრათ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც აქამდე არასდროს მითქვამს და თავს ვიკავებდი.
მე პროკურატურას ერთი ფაქტი მივაწოდე, რომელიც არ გახმაურებულა და გადავწყვიტე ახლა ვთქვა. ჩემთვის ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ამ ყველაფერს ორგანიზება გაუკეთა, მათ შორის, გვამების სახლში მიტანას და რა სცენარიც დაიდგა საბურთალოს ბინაში. ამ პიროვნების სახელი და გვარი ვუთხარი პროკურატურას, როცა დაკითხვაზე ვიყავი“, – აცხადებს ხოფერია.
როგორც ხოფრია აცხადებს, მან გამოძიებას, იმ პიროვნების სახელისა და გვარის გარდა, მისი ადგილსამყოფელის შესახებაც მიაწოდა ცნობა.
,,ამის მერე პროკურატურამ დაიწყო ძიება და დაადგინეს, რომ ამ პიროვნებამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა სამი დღით ადრე ჟვანიას გარდაცვალებამდე. სინამდვილეში კი, ის პიროვნება საქართველოდან ზურას გარდაცვალების შემდეგ გაიყვანეს, მაგრამ, როცა პროკურატურამ მოიძია ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი საქართველოდან ოფიციალურად ზურას გარდაცვალებამდე იყო გასული. სააკაშვილის პერიოდში საზღვრის ნებისმიერ გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას უნდობლობას ვუცხადებ, რადგან, რაც უნდოდათ, იმას აფიქსირებდნენ“,- განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები