გიგი გიგიაძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიძემ, გერმანიის ექსპრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გიგი გიგიაძემ საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ორთვინ ჰენიგსა და გერმანელ ხალხს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოუცხადა. რიხარდ ფონ ვაიცზეკერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას 1984-1994 წლებში იკავებდა.