მედეა ვასაძემ კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ვასაძემ დღეს გააკეთა.
ვასაძეს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, კოალიციის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზებს ორ დღეში გამოაქვეყნებს.