თბილისში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ახალი პროგრამა ამოქმედდა
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ლეიკემიითა და ონკოთემატური პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას ითვალისწინებს – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, პირველი პაციენტი უკვე დაფინანსდა და 9 თებერვალს იგი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც მას ძვლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთდება. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერია ასრულებს მოქალაქეებისათვის მიცემულ დანაპირებს, რომელიც ახალი ჯანდაცვითი პროგრამების ამოქმედებას ეხება.
ანალოგიური ოპერაციები, პროგრამის ფარგლებში, ჯამში, ყველაზე მწვავე 20 ბენეფიციარს დაუფინანსდება.