კონკურსანტმა სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს გვირგვინი საჯაროდ წაართვა

ბრაზილიური სილამაზის კონკურსი „Miss Amazonas“-ი სკანდალურად დასრულდა. მეორე ადგილოსანმა კონკურსანტმა შეისლანე ჰაიალამ კონკურსის გამარჯვებულ კეროლ ტოლედოს დაჯილდოების ცერემონიისას გვირგვინი საჯაროდ წაართვა. ამ ინფორმაციას „The Daily Star“-ი ავრცელებს. ჰაიალამ თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ მისი აზრით ტოლედომ „ტიტული იყიდა“.
ინციდენტი მაყურებლებმა გადაიღეს და ინტერნეტშიც გაავრცელეს. მასზე ჩანს, რომ ჰაიალა თავდაპირველად სიმშვიდეს გამოხატავდა, თუმცა შემდეგ მოულოდნელად ხელი სტაცა გამარჯვებულის თავზე დამაგრებულ გვირგვინს და სცენაზე მოისროლა. „ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჩემი ქმედება არ მოეწონა, მაგრამ მე ვაკეთებდი იმას, რაც ჩემმა გულმა მიკარნახა“, – განაცხადა ჰაიალამ. დაზარალებულის და ჟიურის წევრების რეაქციის შესახებ გამოცემა არაფერს იუწყება. 2014 წელს შეისლანე ჰაიალა ბაქოში სილამაზის კონკურს „Miss Globe International“-ზე ბრაზილიას წარმოადგენდა, რა დროსაც ასევე მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები