გავრცელებული ინფორმაციით, დატყვევებული იორდანიელი პილოტი ცოცხლად დაწვეს

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეებმა ინტერნეტში გაავრცელეს ფოტოები, რომელზეც მათი განცხადებით, დატყვევებული იორდანიელი პილოტის მოაზ ალ-კასაბეჰის ცოცხლად დაწვაა ასახული. ამ ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს. გავრცელებული კადრების თანახმად, კასაბეჰი სიკვდილით დასჯისას შავ გისოსებში იყო გამომწვდეული, სადაც მისი ცეცხლში დაწვა მოხდა. მფრინავის ოჯახის წევრების სიტყვებით, იორდანიის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ „ხალიფატის“ მებრძოლებმა მოაზ ალ-კასაბეჰი ნამდვილად მოკლეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იორდანიის ხელისუფლება მზად იყო რადიკალურ დაჯგუფებასთან გარიგებაზე წასულიყო და პილოტი დაპატიმრებულ შაჰიდზე საჯიდ ალ-რიშავზე გადაეცვალა. მოაზ ალ-კასაბეჰი 2014 წლის დეკემბერში ჩავარდა ტყვედ. ის ავია-გამანადგურებელს მართავდა, რომელიც სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები