ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფიდელ კასტროს ახლანდელი ფოტოები გამოქვეყნდა (ფოტოკოლაჟი)

კუბაში ბოლო ხუთის თვის განმავლობაში პირველად 88 წლის ფიდელ კასტროს ფოტოები გამოქვეყნდა. ფოტოებზე ქვეყნის ყოფილი ლიდერი სტუდენტთან საუბრისას გახლავთ ასახული. ამ ინფორმაციას „Associated Press“-ი ავრცელებს. კასტროს ფოტოები საიტ „cubadebate.cu“-ზე გამოქვეყნდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ფიდელთან ერთად ფოტოებზე კუბის სტუდენტური კავშირის ხელმძღვანელია გამოსახული. გავრცელებული ცნობით, ფოტოები 23 იანვარს არის გადაღებული. კუბის რევოლუციის ლიდერი პუბლიკის წინაშე დიდი ხანია არ გამოჩენილა. ამ ფაქტმა უამრავი ჭორის წარმოშობას ხელი შეუწყო, ბევრმა საააგენტომ კასტროს გარდაცვალების შესახებ ცნობების გავრცელებაც დაიწყო. უკანასკნელად ფიდელ კასტროს ფოტო 2014 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, მასზე კუბის ლიდერი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ესაუბრებოდა. თუმცა ხმები ფიდელ კასტროს გარდაცვალების შესახებ იანვრის ბოლოს იქნა უარყოფილი, როდესაც მან კუბელ სტუდენტებს წერილით მიმართა. წერილში კასტრომ კუბასთან მიმართებაში აშშ-ს პოლიტიკას უნდობლობა გამოუცხადა.
kastro
kastro2
kastro5

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები