„სააკაშვილს პოროშენკოზე მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა აქვს“

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოზე მაკომპრომატირებელი ვიდეომასალა გააჩნია. ამის შესახებ გაზეთი „ალია“ საკუთარი წყაროზე დაყრდნობით წერს.
„მიხეილ სააკაშვილისა და პეტრე პოროშენკოს მჭიდრო ურთიერთობა 2009- 2010 წლებიდან იწყება. ამ დროისთვის პოროშენკო უკრაინაში სააკაშვილის ხელისუფლების წევრთა მთავარი მასპინძელი ხდება. შეიძლება ითქვას, კვირა არ გავიდოდა, რომ ათამდე ქართველი დეპუტატი და ჩინოვნიკი არ ჩასულიყო და მათი ამ ვოიაჟების ხარჯებს მთლიანად პოროშენკო ფარავდა. სააკაშვილის მთავრობის გავლენიანი წევრები მის აგარაკებზეც ხშირად ისვენებდნენ, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპაში. მოკლედ, სრულიად მოულოდნელად, პოროშენკო სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წევრთა მიმართ არნახულად გულუხვი გახდა“, – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
მისივე თქმით, პოროშენკოს „დავერბორკების“ სპეცოპერაცია კონტროლზე უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა აყვანილი.
„ოპერაციას ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა და მისი შერჩეული ხალხი უკრაინაში მიემგზავრებოდა. ისინი პოროშენკოს იმდენად დაუახლოვდნენ, რომ ერთად ღრეობებსაც აწყობდნენ. სწორედ ამ პერიოდში, წყაროს განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა პოროშენკოს მაკომპრომეტირებელი მასალები იგდეს ხელთ“, – ამბობს „ალიას“ წაყარო.
მისივე თქმით, სააკაშვილს იმ პერიოდში პოროშენკოს ფინანსური პრობლემაც მოუგვარებია, როცა საქართველოს ბანკების მეშვეობით „შავი ფულის“ გათეთრება სთხოვა. ამ ოპერაციას, სააკაშვილისა და მერაბიშვილის საფარქვეშ უშუალოდ კუდ-ის უფროსი დათა ახალაია ხელმძღვანელობდა. გამოცემის ცნობით, პოროშენკოს წინააღმდეგ ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ყველა სპეცოპერაცია არალეგალური, არაოფიციალური იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ჩატარების შესახებ არანაირი დოკუმენტაცია შსს-ს სტრუქტურებში არ ფორმდებოდა, შესაბამისად, არანაირი კვალი არ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები