არჩილ თალაკვაძე: ადეიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილზე ძებნის გამოცხადებას გამოეხმაურა. როგორც ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ქართულმა მხარემ უკრაინას შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა.
„ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარეს ყველა სათანადო დოკუმენტაცია გადაეცა, პროცედურა დასრულებულია. ხოლო გადაწყვეტილებები უკვე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე ბატონი ადეიშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით, უნდა მიიღოს უკრაინის მხარემ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები