გოგლა ჟვანია ყოფილი პრემიერის გარდაცვალების გუშინ გავრცელებულ ვერსიას ეხმაურება

ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია გამოეხმაურა გუშინ გავრცელებული ინფორმაციის, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი მსჯავრდებულის მტკიცებით, ზურაბ ჟვანია კახეთში გარდაიცვალა.
გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურას აქვს.
“რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას, მსგავსი ინფორმაციები პროკურატურაში შესულია და ხდება მათი გადამოწმება”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, როგორც გარდაცვლილი პრემიერის ძმამ განაცხადა, საქმეში მტკიცებულებები ბევრია და არის წინაპირობა, რომ ფანტასტიკური ვერსიები საპნის ბუშტივით გასკდეს.
“პროკურატურა აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია. მე უწყებასთან მუდმივ კონტაქტზე ვარ და, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი მტკიცებულებაა მოგროვებული. უკვე თვალსაჩინო ხდება საზოგადოებისთვის დანაშაულის ჩამდენი მხარე – საკმაოდ შფოთავენ, უაზრო და თავიანთი საზიანო რაღაცების ლაპარაკს იწყებენ, რაც მთლიანად ანგრევს აქამდე არსებულ მათივე ვერსიებს. უკვე ირიბად თუ პირდაპირ იწყება აღიარება იმისა, რომ თურმე ცხედრებზე დაზიანებები იყო, რომ ცხედრების გადაადგილება მოხდა და რომ შემთხვევითი არაა, როცა თვითმხილველებმა დაინახეს ბინაში ცხედრების შეტანა. ახლა ცდილობენ, ეს, რაღაც ფანტასტიკურ ვერსიებში შეფუთონ. ეს, რა თქმა უნდა, გარემოებებს არ შეცვლის. მითუმეტეს, რომ მტკიცებულებები ბევრია და არის წინაპირობა, რომ ეს ფანტასტიკური ვერსია, მათი წინა ვერსიების მსგავსად, საპნის ბუშტივით გასკდეს“, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები