ტიმჩუკი: დებალცევოსთან „ბოევიკებს“ დიდი დანაკარგი აქვთ, დონეცკში პროზექტურები გადავსებულია

საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დებალცევოსთან რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. ამის შესახებ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.
„დონეცკში პროზექტურები სამოქალაქო მოსახლეობას ვეღარ ემსახურებიან, რადგან ადგილები აღარ არის. დასახლებულ პუნქტებში – კრასნი ლუჩსა და ანტრაციტში, სადაც დაჭრილი ტერორისტები გადაჰყავთ, ყველა სამედიცინო დაწესებულება გადავსებულია“, – განაცხადა ტიმჩუკმა.
ამასთან, ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ ინფორმაციით, სნეჟნოეში, სადაც დაჭრილი „ბოევიკების“ დიდი ნაწილი გადაიყვანეს, სამედიცინო პრეპარატების ნაკლებობა ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები