ბრიუსელში ევროპარალამენტის ევაკუაცია მოხდა

ბრიუსელში ევროპარლამენტის ოთხი შენობიდან პერსონალისა და იქ მყოფი სხვა ადამიანების ევაკუაცია მოხდა. ევროკავშირის პრესსამსახურის ცნობით, მიზეზი – აფეთქების საშიშროება გახდა. როგორც ევროპარლამენტში განაცხადეს, ევაკუაციის შემდეგ გადაამოწმეს საეჭვო ავტომობილი. ინციდენტის გარემოებებს ბრიუსელის პროკურატურა იძიებს.
ცნობისთვის, 2 დღის წინ ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან  ანტიუკრაინული აქცია უნდა ჩატარებულიყო. მიტინგის ორგანიზატორები პრორუსული ბელგიელი ნაციონალისტები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები