ბანგლადეშში ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს – დაიღუპა 7 ადამიანი

ბანგლადეშში ავტობუსზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. შეგახსენებთ, რომ ბანგლადეშში მესამე დღეა ნაციონალური გაფიცვა მიმდინარეობს. სამართალდამცავების განცხადებით, აქციის მონაწილეებმა ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს.
ცნობისთვის, ბანგლადეშის ნაციონალისტურმა პარტიამ აქციების გამართვა იანვარში დაიწყო. შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ოპოზიციური ძალა ჩატარებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები