აჭარაში ხანძარს 8 სახანძრო მანქანა ებრძოდა

აჭარის მთაში, ახალსოფელი-გონიოს საზღვართან გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 ჰექტარზე ბუჩქნარი დაიწვა.
როგორც “კვირას“ შსს-ს აჭარის საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპატამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ხუსეინ სირაბიძემ განუცხადა, ცეცხლი ეკალბარდს მოედო.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე არ არის ხეები და სახლები, შესაბამისად, მატერიალური ზარალი არ ყოფილა.
არ არიან დაშავებულები.
“ცეცხლი ეკალბარდს მოედო, დამწვარია 50 ჰექტარის ფართობი, ხანძრის ჩაქრობა გაართულმა ძლიერმა ქარმა, ტერიტორიაზე არ არის ხეები და სახლები, შესაბამისად, მატერიალური ზარალი არ ყოფილა“, – განუცხადა “კვირას“ ხუსეინ სირაბიძემ.
ახალსოფელი-გონიოს საზღვართან გაჩენილ ხანძარს 8 სახანძრო მანქანა ებრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები