მეცნიერებმა 715-ე პლანეტა აღმოაჩინეს

  მეცნიერთა ჯგუფმა მზის სისტემის გარეთ არსებული 715-ე პლანეტა აღმოაჩინეს – ამის შესახებ ინფორმაციას NASA-ს ტელესკოპ „კეპლერიდან“ მიღებულ ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით „BBC“ აქვეყნებს.
უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მკვლევარებს მხოლოდ 1000 ახალი ეგზოპლანეტა ჰქონდათ აღმოჩენილი. „კეპლერის“ უახლესი მიგნება 305 ვარსკვლავის მრავალპლანეტიან სისტემებს მოიცავს. ახლადაღმოჩენილი პლანეტათა უმრავლესობა ანუ 95 % მზის სისტემის პლანეტა ნეპტუნზე პატარაა, რომელის რადიუსიც დედამიწაზე 4-ჯერ დიდია.
მათ შორის ოთხი პლანეტის (დედამიწაზე 2.5-ით მცირე ზომის) ორბიტა მასპინძელ „მზესთან“ სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს. მეცნიერთა განცხადებით, ამ პირობებში წყლის თხევად მდგომარეობაში ნარჩუნდება შესაძლებელია. თუმცა აღნიშნულის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან „კეპლერის“ სამიზნე პლანეტები ათასობით სინათლის წლის დაშორებით მდებარეობენ, რის გამოც მათი დეტალური კვლევა შეუძლებელია.
„კეპლერის“ ტელესკოპი კოსმოსში 2009 წელს გაუშვეს, მისი მისია ირმის ნახტომის გალაქტიკაში დედამიწის მსგავსი პლანეტების კვლევაა. „კეპლერის“ კოსმოსური ტელესკოპმა მისიის ფარგლებში სულ 961 პლანეტის არსებობა დაადასტურა.
NASA-ს ასტროფიზიკოსთა განცხადებით, კვლევის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მზის სისტემის მსგავსი მრავალპლანეტიანი სისტემების არსებობა ჩვეული მოვლენაა და პლანეტათა უმრავლესობა მცირე ზომისაა – ნეპტუნსა და დედამიწის რადიუსს შორის მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები