ზუგდიდში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ორივე მათგანი ადმინისტრაციული სასჯელით დააკავეს და ისინი წინასწარი დაკავების ოზოლატორში მოათავსეს. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
საპროტესტო აქცია ბაჩო ახალაიას წიგნის “სოხუმი – ჩემი იერუსალიმიას” პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და იმ შენობაში შეჭრა, სადაც წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობდა. პოლიციამ მათ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა, რამაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.