საუდის არაბეთის ახალმა მეფემ მოსახლეობას 30 მილიარდი დოლარი დაურიგა
საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდულაზიზმა ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები, პენსიონერები, სტუდენტები და სხვა პირები ფულადი თანხით დააჯილდოვა. საერთო ჯამში მეფემ მოსახლეობას 30 მილიარდი აშშ დოლარი დაურიგა. ამის შესახებ ინფორმაციას Oxu.Az-ი სააგენტო „ანადოლუს“ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუდის არაბეთის მეფემ ქვეყანაში ყველა დარეგისტრირებულ ლიტერატურულ კლუბს, ნაციონალური საფეხბურთო ჩემპიონატის სუპერლიგის ყველა გუნდს 10 -10 მილიონი რიალი (დაახლოებით 2,65 მილიონი აშშ დოლარი), პირველი ლიგის გუნდებს 5-5 მილიონი რიალი (დაახლ. 1,325 მილიონი აშშ დოლარი) აჩუქა. მეფემ ფულადი საჩუქრები სოციალური დახმარების მიმღები პირებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირსაც გადასცა.
გარდა ამისა, საერთო ჯამში საქველმოქმედო ფონდებმა მეფისგან 2 მილიარდი რიალი, ხოლო თითოეულმა პროფკავშირმა 10 მილიონი რიალი მიიღეს.
მეფემ მოსახლეობას საჩუქრად საერთო ჯამში 30 მილიარდი აშშ დოლარი დაურიგა. მეფემ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ტვიტერში თავის ექაუნთზე გააკეთა. მისი თქმით, ვერანაირი ჯილდოთი ვერ შეძლებს მისი ხალხისთვის დამსახურების საკადრისი საზღაურის გადახდას. მეფის ეს ტვიტი 2 საათში 170 ათასზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა.