როგორ მოხვდა ემზარ კვიციანი რუსეთში – რის თქმას აპირებს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული

„ნაციონალურ მოძრაობას” მივმართავ, ამ საღამოს ვიქნები გადაცემა „რეაქციაში”. თუ როგორ მოვხვდი მე რუსეთში – ეს კითხვა დამისვან პირდაპირ ეთერში და გავცემ პასუხს – აღნიშნული განცხადება კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა “რეპორტიორის“ პრესკლუბში გააკეთა.
„ამ საღამოს განვმარტავ, მე, რუსების მოწინააღმდეგე, როგორ მოვხვდი იმათ ხელში, ვისაც ვებრძოდი და ვისგანაც ვიცავდი ხეობას. „ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან ბევრი კითხვა აქვს ჩემს მიმართ – მაგრამ ზურგიდან. პირისპირ დამისხდნენ და გავცემ ყველა კითხვას პასუხს. მთელ საქართველოს სჯეროდა, რომ მე მოღალატე ვიყავი, იმიტომ, რომ ეს კითხვა იყო პასუხგაუცემელი. დღეს მე ამ კითხვას გავცემ პასუხს!”- განაცხადა ემზარ კვიციანმა.
პრესკონფერენციაზე კვიციანმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა
„მთავარი გეგმა ჩემი აწეწილ-დაწეწილი ცხოვრების დალაგებაა. დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს… არ ვიცი, რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდები, ან რა იქნება საერთოდ…
არც ველოდი გათავისუფლებას. ეს თავისუფლება მოულოდნელად მივიღე. შევერკინები ცხოვრებას. საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა აქვს ჩემთან, 2006 წელთან, კოდორის ხეობასთან დაკავშირებით. მე ამ ყველაფერზე უამრავ ინფორმაციას ვფლობ და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად ვარ”, – თქვა კვიციანმა.
კვიციანის თქმით, ის მთავარ პროკურატურასთან სათანამშრომლოდ მზადაა.
„ჩემზე ამბობენ, რომ რუსეთიდან მოვდივარ. შეისწავლონ ეს საქმე. გამომკითხონ, რაც უნდათ, ყველანაირ თანამშრომლობაზე ვარ მზად. არაფერზე არ ვარ უკანდამხევი!”-აღნიშნა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები