ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების გამო, მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება.
„ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. დღესდღეობით ამ პროცესით ძალიან ზარალდებიან ჩვენი ის მოქალაქეები, ვისაც ვალდებულებები აქვს დოლარში და შემოსავლები ლარში, ამიტომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება მნიშვნელოვნად აუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც, საერთო ჯამში, ასევე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკნომიკაზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმების ყველა ინსტრუმენტს. ჩვენი ჩარევა იქნება თანამიმდევრული, ეტაპობრივი, იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები