მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების 4G მიწოდება სამივე მობილურ ოპერატორს პირველი თებერვლიდან შეეძლებათ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების 4G მიწოდებას სამივე მობილური ოპერატორი 2015 წლის 1 თებერვლიდან შეძლებს.
კომისიამ ჰარმონიზებულ დიაპაზონებში (800/900/1800/2100 მგჰ) შპს „მაგთიკომის“ (№F2, №F4, №F12, №F15, №F16), შპს „ჯეოსელის“ (№F17, №F18, №F20, №F24) და შპს „მობიტელის“ (№F5, №F42, №F59) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრონციპით 15 წლის ვადით გაგრძელების და მოდიფიცირების პროცესი დაასრულა.
შპს „მაგთიკომმა“ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების (№F4, №F15, №F97) ვადის მომდევნო 15 წლით გახანგრძლივებისთვის, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით, საერთო ჯამში საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ 154 212 964 ლარი და 91 თეთრი უნდა ჩარიცხოს.
შპს „ჯეოსელმა“ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ( №F17, №F 18 და №F20 ) ლიცენზიების ვადის მომდევნო 15 წლით გახანგრძლივებისთვის, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით, საერთო ჯამში საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ 103 992 505 ლარი და 92 თეთრი უნდა ჩარიცხოს.
შპს „მობიტელმა“ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის (№F59 და №F5) ლიცენზიების ვადის მომდევნო 15 წლით გახანგრძლივებისთვის, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით, საერთო ჯამში საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ 30 038 616 ლარი უნდა გადაიხადოს.
საერთო ჯამში სამივე მობილური ოპერატორი 4G ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად რადიო სიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებში საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით 24 თვის განმავლობაში, 2015 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე 288 244 086 ლარს და 83 თეთრს გადაიხდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები