ალექსანდერ ვერშბოუ: საქართველო ალიანსის ჭეშმარიტად განსაკუთრებული პარტნიორია

საქართველო ალიანსის ჭეშმარიტად განსაკუთრებული პარტნიორია, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის სამიტის შემდეგ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერება დაიწყო, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ამყარებს.

“საქართველო შეიძლება გახდეს უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა, რაც თვალნათლივ არის წარმოჩენილი თქვენი ჯარების ჩართულობით, მისიაში მონაწილეობით, მნიშვნელოვანი სამხედრო კონტიგენტით. საქართველო ახორციელებს აღსანიშნავ დემოკრატიულ რეფორმებს, ჩვენ დავინახეთ ფაქტიურად განვითარებული მომწიფებული დემოკრატია. მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ ლიდერებს თქვენი ქვეყნისა, გააგრძელონ ყოფნა ამ მდგომარეობაში, ამ კურსით მოძრაობა. მოვუწოდებ ყველა პარტიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს ითანამშრომლონ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ინსტიტუტების დემოკრატიზაციისთვის და ძალიან მაღალი თვალზარისით ვაფასებ იმ რეფორმებს, რომელიც ჩატარდა და რომელიც პრიორტეტული რეფორმების სიაში აქვს საქართველოს მთავრობას, არა მარტო თავდაცვის რეფორმა, აქ იგულისხმება კანონის უზენაესობა, მმართველობის გაუმჯობესება ყველა დონეზე. ეს გახლავთ ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი”, – განაცხადა ვერშბოუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები