კასტრო ამერიკისგან გუანტანამოს სამხედრო ბაზის დაბრუნებას ითხოვს

კუბამ აშშ-სგან გუანტანამოს სამხედრო ბაზის დაბრუნება მოითხოვა.

კუბის ხელისუფლების განცხადებით, ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოგვარების ერთ-ერთი პირობაა.

შეგახსენებთ, რომ 1903 წელს კუბის იმდროინდელმა ხელისუფლებამ ტერიტორია, რომელზეც გუანტანამოს სამხედრო ბაზაა განლაგებული, აშშ-ს გრძელვადიანად მიაქირავა.

ურთიერთობების აღსადგენად კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ ვაშინგტონს ასევე სავაჭრო ემბარგოს გაუქმებისკენ და კუბის ტერორიზმის სპონსორების სიიდან გარიცხვისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, საელჩოების გახსნის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ს დელეგაცია ჰავანაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადეს. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1961 წლიდან გაუქმდა.

10959168_913436865363219_1562518953_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები