რუსეთის მიგრაციულმა სამსახურმა უკრაინელებს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა გაუგრძელა

რუსეთის ფედერალურმა მიგრაციულმა სამსახურმა უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა გაუგრძელა. მათ შორის ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელებიც არიან. რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრება უკრაინის მოქალაქეებს კიდევ 90-ზე მეტი დღე-ღამის განმავლობაში შეეძლებათ.
ცნობისთვის, კიევში მიგრაციული სამსახურის ეს გადაწყვეტილება უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთში ყოფნის ვადის გაგრძელების ინიციატივით პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა. მიგრაციული სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ეს გადაწყვეტილება „ჰუნმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე“ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები