ესპანეთში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელსაც 900 კილოგრამი ჰაშიში გადაჰქონდა

ესპანეთის სამხრეთით ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელზეც 900 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს. ვერტმფრენი დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, რათა რადარებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუმცა ელექტროგადამცემ ხაზს გამოედო. მფრინავი და ვერტმფერნის მგზავრი დაიღუპნენ. ნარკოტიკები ვერტმფრენში სამოქალაქო გვარდიელებმა აღმოაჩინეს.
ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ეს ნარკომოვაჭრეთა ვერტმფრენების დამსხვრევის პირველი შემთხვევა არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები