სოროსი: უკრაინას დაუყოვნებლივ 15 მილიარდი დოლარი ესაჭიროება

მილიარდერ ჯორჯ სოროსის განცხადებით, უკრაინას გადასარჩენად დაუყოვნებლივ 15 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. ამის შესახებ მან „ნიუ-იორკ ტაიმსში“ მისი ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.
„უკრაინას დაუყოვნებლივ 15 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. თუმცა, უკრაინის გადასარჩენად და კერძო ინვესტიციების წასახალისებლად, დასავლეთის ქვეყნებმა საკუთარ თავზე პოლიტიკური ვალდებულება უნდა აიღონ. ეს ვალდებულება ითვალისწინებს უკრაინისთვის დამატებითი სახსრების შეთავაზების მზადყოფნას, რუსეთის ზეწოლისა და უკრაინული რეფორმების წარმატების შესაბამისად“, – აღნიშნავს სოროსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები