უკრაინამ და აშშ-მ 2 მილიარდი დოლარის ოდენობის საკრედიტო გარანტიების დეკლარაციას ხელი მოაწერეს

აშშ-ს მთავრობა უკრაინას 2 მილიარდი დოლარის ოდენობის საკრედიტო გარანტიებს სთავაზობს.
შესაბამის დეკლარაციას ხელი ორი მხარის წარმომადგენლებმა უკვე მოაწერეს. უკრაინის ფინანსთა მინისტრის ნატალია იარესკოს განცხადებით, შეთანხმება უკრაინას უკვე დაწყებული რეფორმების უფრო აქტიურად დანერგვაში დაეხმარება, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოძიება კი გაუმჯობესებულ პირობებში მოხდება. „აშშ-ს მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, მადლობას ვუხდით. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ასეთ ნაბიჯს ძალიან ვაფასებთ“, – განაცხადა იარესკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები