ფინეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მზადყოფნა გამოთქვა

აუცილებლობის შემთხვევაში ოფიციალური ჰელსინკი მზადაა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოიამ განაცხადა.
„აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა ტუომიოიამ. ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჰელსინკს ამ დროისთვის მოვლენების განვითარების ცხადი სურათი არ გააჩნია.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის გამო ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები