ყირიმში პარლამენტის აღება ტერაქტად იქნა კვალიფიცირებული

  ყირიმის პარლამენტში შეჭრის ფაქტს ყირიმის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს. პარალელურად საქმეს უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს. მომხდარ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. „ხუთშაბათს, დილის 04:30 წუთზე 10-15 კაცისგან დაკომპლექტებულმა 2 ჯგუფმა ყირიმის პარლამენტი და მინისტრთა საბჭოს შენობა აიღო. თავდამსხმელებმა შენობის კარი შეანგრიეს და შემდეგ ბარიკადები აღმართეს. არავითარ მოთხოვნას ისინი არ აყენებენ. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებული არიან, თუმცა რა ტიპის ცეცხლსასროლ საშუალებებს ფლობენ ისინი, ამ დროისთვის უცნობია“,- აღნიშნულია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები