ირაკლი მეზურნიშვილი -„ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ფარგლებში ანაკლიის პორტი მოგვცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას

“აბრეშუმის გზის ფორუმზე ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სტრატეგიული უწოდა და მნიშვნელობა მიანიჭა „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ პროექტს და რა თქმა უნდა, მისთვის ამის სტრატეგიულ კონტექსტში აყვანა ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის მთავრობას უხსნის გზას, მოხდეს ამ მიმართულების სუბსიდირება“- ამის შესახებ  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა გადაცემაში „დიდი გადაცემა“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მეზურნიშვილი აღნიშნავს, ანაკლიის პორტი მოგვცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ფარგლებში, ჩვენ შევძლოთ და 2028 წლის ბოლოს მივიღოთ პირველი გემები.

„ვხედავთ, რომ ტვირთები არის გაზრდილი და აქ იკვეთება საქართველოს როლი იმიტომ, რომ საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. აზერბაიჯანის და საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს ამ მარშრუტში, რაც ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ეს შესაძლებლობები, ეს შანსი მივიღოთ. ეს ნიშნავს, რომ უნდა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის გამტარუნარიანობა ინფრასტრუქტურის კუთხით. რაც ძალიან კარგია არის ის, რომ შენდება უმნიშვნელოვანესი, საუკუნის პროექტი – ანაკლიის პროექტი. ჩვენ ძალიან დიდი დრო დავკარგეთ და ვფიქრობ უფრო აქტიურად უნდა გვემოქმედა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დრო დაგვაკარგვინეს. ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ შევარდნაძის დრო დაიწყო, ეს ვიცით, ეს წინა ხელისუფლებამ მიითვისა, მაგრამ სინამდვილეში, ეს პორტი მოგვცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ფარგლებში, რომ ჩვენ შევძლოთ და 2028 წლის ბოლოს, თუ არ ვცდები, უკვე შეიძლება მივიღოთ პირველი გემები. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების დაწყების დღიდან ერთი დღით არ გაჩერებულა საქმიანობა. ამას ყველა ხედავს და ეს პროცესი შეუქცევადია”- განაცხადა მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები