„ELT GROUP”-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა

ბათუმში სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi (ლა ქინთა ბაი უინმდემ) გაიხსნა, რომელიც საქართველოს სწრაფად მზარდ შავი ზღვის რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ამის შესახებ ინფორმაციას „La Quinta by Wyndham Batumi“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასტუმრო La Quinta ქართული სამშენებლო – დეველოპერული კომპანია ELT GROUP- ისა და მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotel Group-ის ერთობლივი პროექტია და პირველი არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. La Quinta – ს ბრენდის სასტუმრო ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, „იელთი კვარტალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. La Quinta სტუმრების მისაღებად მზად არის.

„ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ქალაქ ბათუმში 8 მაისს გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესს სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის აშშ- ს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და ადგილობრივმა და უცხოელმა პარტნიორებმა.“იელთი ჯგუფის”  La Quinta by Wyndham Batumi – ი, ქართულ – ამერიკული პროექტია, რომელიც მხარეებს შორის, წარმატებული კოლაბორაციის შედეგად განხორციელდა. Wyndham – ისა და ELT Group – ის მისიაა, სასტუმროს სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მოგზაურთა ნაკადისა და ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის მნიშვნელობის ზრდას. ასევე, ქვეყნის შავიზღვისპირეთის დინამიკურად მზარდი საინვესტიციო ბაზრის პოტენციალის განვითარებას.

ბათუმი, უკვე მოინიშნა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე რეგიონის ტურისტულ ცენტრად, რომელიც მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებით და მზარდი ტურისტული ინფრასტრუქტურით იზიდავს. Wyndham Hotel Group-ი უდიდეს ამერიკულ სასტუმრო ქსელს მიეკუთვნება, რომელსაც საერთაშორისო მოგზაურები უკვე კარგად იცნობენ და ენდობიან. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს 95-ზე მეტ ქვეყანაში 9,300 – მდე სასტუმროს აერთიანებს. Wyndham – ი აღიარებულია ტექნოლოგიების, სტუმრების გამოცდილებისა და ლოიალობის თვალსაზრისით და იზიარებს “იელთი ჯგუფის” ხედვას ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ. ბათუმში, “იელთი კვარტალის” ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო La Quinta საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და მორგებულია როგორც საქმიანი, ასევე, თავისუფალი მოგზაურებისთვის. სასტუმრო 98 ბიზნესს, სტანდარტ, სუპერიორ, ჯუნიორ და ექსკლუზივ ლუქსის ტიპის ნომრებს, ასევე, სპა ცენტრს, ფინურ საუნას, სავარჯიშო დარბაზს, რესტორნებს, ბარს, საკონფერენციო და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ქალაქის თანამედროვე, ცოცხალ არქიტექტურაში ჩაეწერება და ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.  La Quinta ადგილმდებარეობით საქართველოს ვიზიტორებისთვის.და მომსახურების მაღალი ხარისხით იდეალური არჩევანი იქნება  საქართველოს ვიზიტორებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო La Quinta ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომინირებულია ynd ham -ისInternational Opening Award -ზე. ELT GROUP – ი 19 – 21 მაისს მონაწილეობას მიიღებს Wyndham -ის გლობალურ კონფერენციაში.ELT Group – ის შესახებ “იელთი ჯგუფის“ ხედვა, მომხმარებლებისთვის ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ითვალისწინებს, რაც მათი საჭიროებების ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან ინტეგრირებას გულისხმობს. ბაზრის ტენდენციების უწყვეტი კვლევის შედეგად კომპანიამ განვითარების ინოვაციური მოდელი შექმნა, რასაც „კვარტლის კონცეფცია“ ეწოდება. “იელთი ჯგუფის” მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „იელთი კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ და „ესპანური კვარტალის“ სახით თბილისში, რომლის კონცეფციაც დედაქალაქისთვის ე.წ. ნოუ-ჰაუ-ს წარმოადგენს. „იელთი კვარტალი“ დინამიკური პროექტია, სადაც ჯამში 10 კომპლექსი იქნება წარმოდგენილი. განხორციელებული პროექტების საერთო ინვესტიცია 150 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. “იელთი ჯგუფის” მიერ უკვე დაგეგმილია ორი ახალი პროექტი, ქალაქ ბათუმში და კიდევ ერთი ქალაქ თბილისში, რომლებიც 2025 წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება სარეალიზაციოდ, აღნიშნული პროექტების საერთო სამშენებლო მოცულობაა 150 000 კვ.მ, ხოლო ჯამური ინვესტიცია 50 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.„იელთი ჯგუფის“ მესაკუთრეების გეოგრაფია ფართოა. პროექტებში, მესაკუთრე/ინვესტორები წარმოდგენილები არიან 61 ქვეყნის პასპორტით, რაც კომპანიის განვითარების სტრატეგიის მდგრადობის კიდევ ერთი მყარი დასტურია.“ იელთი ჯგუფი” მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობით და მათი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირებით, საქართველოს ბაზარზე უმაღლესი დონის უძრავი ქონების საინვესტიციო პროდუქტებს ქმნის. “იელთი ჯგუფის” ერთ-ერთი უახლესი და მასშტაბური პროექტია „ესპანური კვარტალი“ თბილისში, რომელიც ხორციელდება ესპანეთის სიდიდით ნომერ მეორე სასტუმრო ბრენდთან — Barceló Hotel Groupთან ერთად. კომპანიის მიერ შემუშავებული „კვარტლის კონცეფცია“ – სივრცეების კომპლექსური განვითარება საცხოვრებელი, კომერციული და სასტუმრო ინფრასტრუქტურით – წარმოადგენს უნიკალურ ინოვაციას საქართველოს ბაზარზე.“ იელთი ჯგუფის” მომხმარებელი გრძნობს თუ რას ნიშნავს ცხოვრება 5 ვარსკვლავიან სასტუმრო გარემოში, ყველა თანამდევი სერვისით და ინფრასტრუქტურით,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები