დავით სონღულაშვილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალ შენობას გახსნის

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,  დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალ შენობას გახსნის და სამუშაო პირობებს გაეცნობა,“- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების – ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოების თანამშრომლებთან, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, ასევე, არსებული საჭიროებების შესახებ მოისმენს ინფორმაციას.

დავით სონღულაშვილი კახეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს: „ცივის ყველი“, „მეღვინეობა ვინე პონტო“  და „ბაბანეურის მარანი“ დაათვალიერებს.    მინისტრთან ერთად იმყოფება კახეთის  მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები