ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკიზე: მთელი მისი მოღვაწეობა, სამწუხაროდ, არა საქართველოს ერთიანი ინტერესის გატარებას, არამედ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას მოხმარდა

„მთელი მისი მოღვაწეობა, სამწუხაროდ, არა საქართველოს ერთიანი ინტერესის გატარებას, არამედ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას მოხმარდა,“- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“ამბობს, რომ ღრმა პოლიტიკური კრიზისი არისო, მთელი მისი მოღვაწეობა, სამწუხაროდ, არა საქართველოს ერთიანი ინტერესის გატარებას, არამედ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას მოხმარდა, რაც ნამდვილად ნიშნავდა საქართველოს შიდა საქმეებში არამართლზომიერ ჩარევას, ეს ის სამწუხარო რეალობაა, რაც სახეზე გვაქვს,”- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები