თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ვახტანგ გომელაური შსს-ს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს

ვახტანგ გომელაური არის ადამიანი, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” ერთად იყო ბრძოლაში ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი ხელმძღვანელობით საზოგადოების იმედსა და მოლოდინს გაამართლებს.
„ვახტანგ გომელაური ჩვენთან ერთად იყო უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომაც მივესალმები მის დანიშვნას ამ პოზიციაზე და მჯერა, რომ ის იქნება საქმის ერთგული და გაამართლებს ხალხის იმედს. ხალხის იმედი კი არის ის, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ უსამართლობასთან ბრძოლის გაგრძელებას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაური გუშინ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები