ლიტვის პრემიერი: მოხარული ვარ, რომ საქართველომ და ლიტვამ მოახერხეს, ძალიან მყარი საფუძველი ჩაეყარათ ინვესტიციების სფეროში

მოხარული ვარ, რომ საქართველომ და ლიტვამ მოახერხეს ჩაეყარათ ძალიან მყარი საფუძველი თანამშრომლობისა, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა სასტუმრო “რედისონში” გამართულ საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, იგი თბილისში ჩამოვდა იმისთვის, რომ გამოეცხადებინა მხარდაჭერა, სოლიდარობა და სტიმული მიეცა ბიზნესთანამშრომლობისთვის.
“მოხარული ვარ, რომ საქართველომ და ლიტვამ მოახერხეს, ჩაეყარათ ძალიან მყარი საფუძველი თანამშრომლობისა, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში. ჩვენი ქვეყნები ცდილობენ, რომ ბიძგი მისცენ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, რომელსაც ისტორიული კავშირები გააჩნია. ლიტვასა და საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ. მე თბილისში ჩამოვედი იმიტომ, რომ გამომეცხადებინა ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა და სტიმული მიმეცა ბიზნესთანამშრომლობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს დაინტერესება, მაგალითად, საკვების წარმოებაში, სხვა სფეროებში და დღეს ამ ფორუმზე თავი მოიყარეს”, – განაცხადა ბუტკევიჩიუსმა.
მანვე აღნიშნა, რომ ლიტვის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა ევროკავშირში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები