ირაკლი ღარიბაშვილი: ლიტვა საქართველოს გამორჩეული მეგობარია, რითაც ქართველი ხალხი ამაყობს

ლიტვა საქართველოს გამორჩეული მეგობარია, რითაც ქართველი ხალხი ამაყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა.
რაც შეეხება დღევანდელ ფორუმს, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ქართველმა და ლიტველმა ბიზნესმენებმა გაცვალონ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააძლიერონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ასევე როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები ლიტვიდან და პირიქით.
“ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და სასიხარულოა, რომ საქართველოში გვეწვია ლიტვის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გუშინ გვქონდა ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. მიმაჩნია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენს ნამდვილ მეგობარ ლიტვასთან. ლიტვა არის მართლაც გამორჩეული მეგობარი საქართველოს. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას, ლიტველი ხალხის მხარდაჭერას, ქართველები ვართ მართლაც ამაყნი, რომ გვყავს გამორჩეული მეგობრები ბალტიის სახელმწიფოებში. ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ლიტველს მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები