სერგო რატიანი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ოპოზიციონერი დეპუტატი ფორმალურს უწოდებს საკანონმდებლო ორგანოში სამართალდამცველების მიწვევის პრაქტიკას.
რატიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ვაზაგაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეები სწორედ საპარლამეტო კომისიამ შეისწავლოს.
“ჩვენი აზრით, უნდა დამთავრდეს სამართალდამცველების ფორმალური მოწვევები და მათზე სერიოზული ზედამხედველობა დაწესდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ ვაზაგაშვილის საქმეს, არამედ მანამდე გამოუძიებელ საქმეებს, სადაც იკვეთება, რომ არის შეკვეთილი მკვლელობა და ორგანიზებული დანაშაული, როგორიცაა რაფალიანცის საქმე, ვაზაგაშვილის საქმე, თათუხაშვილის საქმე, კიწმარიშვილის საქმე, თელავში ახლახან განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ფლობს თამაზაშვილი“, – განაცხადა სერგო რატიანმა.