„ვახტანგ გომელაური ამ თანამდებობაზე საინტერესო რეფორმატორი იქნება“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე შს მინისტრად ვახტანგ გომელაურის დანიშვნას გამოეხმაურა.
საგანელიძის განცხადებით, შს მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნით პრემიერ-მინისტრმა ყველაზე კარგი, სწორი და დროული გადაწყვეტილება მიიღო.
“ხაზგასმით ვიტყვი, რომ პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგი და ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა. დიდი ხანი არ არის, რაც ვახტანგ გომელაურს ვიცნობ, მაგრამ იმ პერიოდის გათვალისწინებით, რაც “ქართულ ოცნებაში” ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ გამორჩეულად წესიერი, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია. სტრუქტურებში სწორედ ასეთი ადამიანები გვჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ყველაზე კარგი და დროული გადაწყვეტილება მიიღო. ვახტანგ გომელაური ამ თანამდებობაზე საინტერესო რეფორმატორი იქნება და ამ მხრივ, ბევრ საინტერესო თემას ის თავად გაუძღვება”, – აცხადებს საგანელიძე.