პარლამენტში დღეს გიორგი ქადაგიძეს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს მოუსმენენ. ქადაგიძესთან შეხვედრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში გაიმართება. სხდომა 17:30 საათისთვის არის დაგეგმილი და იგი დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ განუცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები