ვინ არის ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი ვახტანგ გომელაური, რომელიც აქამდე მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 1975 წლის 24 დეკემბერს თბილისში დაიბადა.
მან 2001 წელს დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. შს მინისტრის მოადგილედ 2013 წლიდან მუშაობდა.
2013 წლამდე იყო იმჟამინდელი პრემიერ – მინისტრის – ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი; 2002 წ. – შსს დაცვის პოლიციაში მუშაობდა; 1994 წელს – სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.