მეტრო “300 არაგველთან” ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის ფილიალი გაიხსნა

მეტროსადგურ „300 არაგველის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, წინანდლის ქუჩისა და ქეთევან წამებულის გამზირის გადაკვეთაზე, “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის“ ფილიალი გაიხსნა. როგორც ბანკის ხელმძღვანელი, ნატალია კვანტალიანი აცხადებს, ბანკის ახალ ფილიალში მსურველებს სისხლის ჩაბარება საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურებით შეეძლებათ.
ამასთან, ახალ ფილიალში სისხლის ყიდვაც იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ „300 არაგველთან“ გახსნილ „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ ფილიალში, ამავე ბანკის, ცენტრალური ოფისისა და სხვა ფილიალების მსგავსად, დონაციის ნებისმიერ მსურველს სისხლის ანალიზი უფასოდ ჩაუტარდება. წინანდლის ქუჩისა და ქეთევან წამებულის გამზირის კვეთაზე გახსნილი „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ ფილიალი უანგარო დონორებსაც მოემსახურება.
აქვე, შეგახსენებთ, რომ „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ საქართველოში ყველაზე ძველი და დიდი ტრადიციების მქონე ბანკია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები