ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტველ კოლეგას ალგირდას ბუტკევიჩიუსს პირისპირ შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო–ლიტვას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ამავე შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის სფეროების საკითხებზეც იმსჯელეს.
მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერ–მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები