„არავინ იცის, როდის მიგვიწვევს უფალი თავისთან, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის“

არავინ იცის, როდის მიგვიწვევს უფალი თავისთან, სწორედ ამის გამო, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის, – ბრძანა ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა ქადაგების დროს იური ვაზაგაშვილი და ორი გარდაცვლილი სასულიერო პირი – მეუფე თადეოზი და არქიმანდრიტი ილია მოიხსენია.
“ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, ეს გამოცდაა და ეს ხშირად მძიმეა. ამ კვირას სამი მიცვალებული გავასვენეთ: მეუფე თადეოზი, არქიმანდრიტი ილია და ბატონი იური, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა თავისი შვილის საფლავზე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება რთული პროცესია და არავინ იცის, როდის მოვა ჩვენი რიგი. როდის მიგვიწვევს უფალი, ამის გამო, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის”, – ბრძანა ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები