ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელსაც ვაზაგაშვილი ემსხვერპლა, ლაბორატორიაში იკვლევენ

ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც იური ვაზაგაშვილი ემსხვერპლა, ამ დროისთვის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად არის გადაგზავნილი. ამის შესახებ იური ვზაგაშვილის საქმეში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა.
როგორც ზაზა ალთუნაშვილი აღნიშნავს, მოწყობილობის ზუსტი დასახელება ლაბორატორიული კვლევის შედეგად გაირკვევა. მისი თქმით, წინასწარი დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ის საბრძოლო მოწყობილობა იყო.
„პირველადი დათვალიერება შემთხვევის ადგილას მოხდა, შემდგომ დაილუქა და გადაგზავნილია ლაბორატორიაში. ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევა“, – აცხადებს ალთუნაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები